суббота, 5 июля 2014 г.

მათემატიკის  გაკვეთილის  გეგმა (ვიდეო გაკვეთილის შემდეგ ჩასატარებელი)    23. 05. 2014წ.

გაკვეთილის თემა

შ ე ვ კ რ ი ბ ო თ    ქ ვ ე შ მ ი წ ე რ ი თ
ხანგძლივობა

1  გაკვეთილი  (45  წუთი)
გაკვეთილის  მიზნები
-ბავშვები გაეცნონ შეკრების წერით გამოთვლებს
-ბავშვებმა ისწავლონშეკრების შესრულება ქვეშმიწერით
  ათეულზე გავლით
-გაიმეორონ შესწავლილი საკითხები, სისტემაში მოიყვანონ
შეძენილი ცოდნა

გაკვეთილის შედეგები


2. 1.  მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობა
2. 2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვთა სახელებს შორის დამოკიდებულებები
და შეკრება - გამოკლების მოქმედებები.
2. 5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
მოსწავლის წინარე ცოდნა





-სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგანთა რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს.
- იცის ათეული, ერთეული
- ახდენს შეკრება გამოკლების დემონსტრირებას სხვადასხვა ხერხით
- შეუძლია ორნიშნა რიცხვებისშეკრება ზეპირად
- ზეპირად შეკრებისას იყენებს ხერხებს

რესურსები
ვიდეოგაკვეთილი ,,შევკრიბოთ ქვეშმიწერით“
Word-ში შესასრულებელი სავარჯიშოები #2 და # 3
დავალების ბარათები სავარჯიშო #1 შესასრულებლად
გაკვეთილის მართვაში შექმნილი qvize 2kl  ტექსტი
ატკვადრატიანი სვეტები და ერტეული კვადრატები


გაკვეთილის







მსვლელობა


ბავშვებმა სახლში წინადღეს ნახეს ვიდეოგაკვეთილი, მასწავლებლის მიერ წინასწარ ატვირთული. გაკვეთილის თემაა,,შევკრიბოთ ქვეშმიწერით“

  აქტივობა 1.   10წთ.

გაკვეთილი იწყება  10-წუთიანი ტესტირებით  ფაილ qviz-ის გამოყენებით. ტესტის დავალებაა მაგალითების შეკრება ქვეშმიწერით. ტესტირების დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოკლე ვადებში განსაჟღვრავს ახალი მასალის ათვისების დონეს .ინდივიდუალურად  იგებს და ნახულობს  თითეული მოსწავლის შედეგს და ზეპირი კომენტარებით  აძლევს საჭირო მითითებებს.ბუკები სიჩუმის რეჟიმშია ჩართული.

აქტივობა 2.  15წთ.

მოსწავლეები სხდებიან  სამ  ჯგუფებად. ჯგუფებში მოსწავლეები განაწლებულია თანაბარი სიძლიერით, რათა ძლიერმა მოსწავლემ  დანარჩენ  ჯგუფის  წევრებთან ერთად დაძლიოს დავალების სირთულეები.
ჯგუფებს ურიგდებათ დავალების #2 ბარათები.
ბარათებზე მოცემულია  ოთხი მაგალითი (მარტივიდან რთულისკენ). მაგალითები სრულდება ქვეშმიწერით.
მასწავლებელი  თვალყურს ადევნებს მუშაობის პროცეს, აკვირდება თითოეული მოსწავლის ჩართულობას, საჭიროების შემთხვევაში აძლევს სათანადო მითითებებს.
მუშაობის დასრულების შემდეგ  ხდება სავარჯიშოს პრეზენტაცია, პრეზენტატორი  ასახელებს პასუხებს და აფასებს ჯგუფის წევრების აქტიურობას.არასწორი პასუხის შემთხვევაში ხდება  ხდება სწორი პასუხის დემონსტრირება - ახსნა.

აქტივობა 3. 15 წთ.

მოსწავლეებს მართვის პროგრამის გამოყენებით გადაეგზავნებათ  დავალება #3 ინდივიდუალურად შესასრულებლად. დავალებაში შედის ოთხი მაგალითი და ერთი ამოცანა. მოსწავლე რომელიც ადრე შეასრულებს სამუშაოს  შეუძლია (მასწავლებლის მითითებით) დაემაროს -აუხსნას მეგობარს.

აქტივობა 4.  5 წთ.

დაფაზე წერია თითეული მაგალითი ქვეშმიწერით  პასუხებით, მოსწავლეები ადარებენ პასუხების სისწორეს, საჭიროების შემთხვევაში ასწორებენ.

ხდება გაკვეთილის შეფასება რაისწავლეს, რომელი დავალება იყო მათთვის უფრო საინტერესო და რა იყო რთული.





















среда, 30 октября 2013 г.

                                 პ  ო  რ  ტ  ფ  ო  ლ  ი  ო

 ბანის  საჯარო  სკოლის  დაწყებითი  კლასების  მასწავლებელი    თამარა  ქობელაშვილი


                   ჩ ე მ      შ ე ს ა ხ ე ბ  
     
                 ჯერ  კიდევ   სტუდენტი  ვიყავი (დაუსწრებელი  ფაკულტეტის), როდესაც  ბანძის საჯარო  სკოლაში  მუშაობა  დავიწყე.  ბავშვობიდან  ვოცნებობდი,  რომ  ვყოფილიყავი   მასწავლებელი. ჩემი  ყოველი  მოქმედება,  თამაშიც  კი  დაკავშირებული  იყო  ამ   ჩემთვის  ულამაზეს  პროფესიასთან.
            და  ახდა ჩემი  ოცნება,  მუშაობა  დავიწყე  მასწავლებლად...
              
           33  წელია  უკვე  ამ სკოლაში  ვარ  და  ვფიქრობ  ყველაზე   საპასუხისმგებლო  და  საინტერესო  საქმეს  ვემსახურები.  სკოლა  ჩემი  მეორე  ოჯახია.
           ყოველთვის  ვცდილობ  საინტერესოდ   დავგეგმო  გაკვეთილი  ისე, რომ  მოსწავლემ  ადვილად  გაიგოს  მასალა.  ვითვალისწინებ  მათ  ინტერესებსა  და  საჭიროებებს,  სხვადასხვა  აქტივობების  გამოყენებით  ვცდილობ  ყველა  მოსწავლის  ჩართვას  საგაკვეთილო  პროცესში. 
            მზად  ვარ  გავეცნო   ყველა ახალ  წამოწყებასა  და   ინოვაციებს  და  სიახლეები  მივიტანო  ჩემს  მოსწავლეებამდე.
             დამთავრებული მაქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსტეტი სპეციალობა- ზოგადტექნიკური
დისციპლინების მასწავლებელი, აგრეთვე დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსტეტი -დაწყებითის განათლების პედაგოგის სპეციალობით.
მყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები.
           ტ    რ   ე   ნ   ი   ნ   გ   ე   ბ    ი:
   ბანძის  საჯარო  სკოლა  ჩართულია  დაწყებითი  განათლების  პროექტში    ,,G-pried"-ში.
     მე, როგორც  დაწყებითის  პედაგოგი  ჩართული  ვარ ამ პროექტში  და  გავდივარ  ტრენინგებს.
მონაწილეობა მივიღე პროექტი ,,დიდი წიგნი" -ის შექმნაში. წიგნის სათაურია ასო -ბგერა ,,ც' წიგნში მოცემულია სიტყვები, მარტივი წინადადებები ილუსტრაციებით, საბავშვო ტექსტი,  შესაბამისი დავალებები და კროსვორდი.. რის გამოც მივიღე სიგელი. (თან ერთვის პორტფოლიოს).მაქვს სერტიფიკატები ტრენინგების, რომელიც მაძლევს განსაზღვრულ რაოდენობის კრედიტ საათებს. (სერტიფიკატები თან ერთვის
პორტფოლიოს მასალებს).






.











                             სილაბუსი    ქართულ ენაში
                              სილაბუსი   მათემატიკაში

პროექტი  ,,ბიბლიური  მოთხრობები" განთავსებულია  ჩემ  ბლოგზე.
                      პროექტი   მისამართი:tamarakobelasvili.blogspot.com
          
სამოდელო  გაკვეთილები  განთავსებულია   Lemell.net
                                                      მისამართი:  Lemell.net  tamarkobelasvili


რესურსები, რომელიც  მე შევქმენი:









https://www.dropbox.com/sh/xdu9w22zjxj479b/jO3aK2V8wQ




















четверг, 21 апреля 2011 г.

პროექტის სახელი:’’ბ ი ბ ლ ი უ რ ი  მ ო თ ხ რ ო ბ ე ბ ი’’
პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის ფარგლებში მე–3 კლასელები დაეუფლებიან
კითხვის სტრატეგიებს, ტექსტის არსში წვდომას.შესძლებენ ტექსტიდან მთავარი და
მეორე ხარისხოვანი საკითხების გამოყოფას,გაიუმჯობესებენ კითხვის ტექნიკას.
პროექტის სრული აღწერა: კლასში შეიქმნა პრობლემა კითხვის სტრადეგიებთან დაკავ–
შირებით.გაუჭირდათ  წაკითხული ტექსტის წერილობით გადმოცემა. სწავლის  გასაუმჯობესებლად,  ‘კლასთან შეთანხმებით
გადაწყდა რომ დაწყებულიყო მუშაობა პროექტზე   ‘’ბიბლიური მოთხრობები“
მასწავლებელმა  მიაწოდა  მოკლე ინფორმაცია  პროექტის თემიდან  განომდინარე: ბიბლია 66
წიგნისაგანს შემდგარი საოცარი კრებულია, რომელიც ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის
ამბავს მოგვითხრობს . ბიბლია ორი ნაწილისაგან შედგება– ძველი და ახალი აღთქმისაგან.
ორივე ნაწილი უამრავ ამბავს, მოძღვრებას, ლექს და სიმღერას შეიცავს. ბიბლიაში
მოთხრობილი ამბების უმრავლესობა ხდება წმინდა მიწაზე, რომელსაც სხვადასხვა დროს
სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ–ქაანანას, აღთქმულ ქვეყანას, იუდეას  და ისრაელს.
მინი ლექციის შემდეგ  კლას ვყოფ სამ ჯგუფად.ჯგუფებში ვანაწილებ დავალებას.
ჯგუფებმა  დავალება უნდა წარმოადგინონ  პრეზენტაციის სახით და  ინტერნეტიდან
მოპოვებული მასალები   ვიდეო ჩანაწერის სახით.
1–ჯგუფიმა  უნდა წაიკითხოს მოთხრობები  ‘’საბავშვო ბიბლიიდან’’. –სამყაროს შექმნა და პირველ ადამიანთა ცხოვრება სამოთხეში.   ხილულ სამყაროს შექმნა. ადამიანი––ხატი და მსგავსი ღმერთისა. და ედემის ბაღი.  პროექტი წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
2–ჯგუფი.    წაიკითხონ   იაკობ გოგებაშვილის ’’ დედა ენა’’–1912წლის(საიუბილეო გამოცემა).მოთხრობები––კაენი და აბელი.  მსოფლიო წარღვნა და ნოეს კიდობანი.
ინტერვიუ  მამაოსთან.(კითხვა პასუხის,  დიალოგის რეჟიმში). პროექტი წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
3–ჯგუფი.სკოლის ბიბლიოთეკაში მოიძიონ  წიგნები–‘’ძველი აღთქმიდან’’(საბავშვო) და წაიკითხონ  მოთხრობები: ზნეობრივი კანონი––ათი მცნება.
ელია წინასწარმეტყველის სასწაულები.
მაცხოვრის მოლოდინი.  პროექტი წარმოადგინონ  პრეზენტაციის სახით.
მიზნები დაშედეგები:წაკითხული საბავშვო მოთხრობებიდან შთაბეჭდილებების  გადმოცემა.
სასკოლო ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი.
კითხვის  სტრატეგიები. თქმულებების, ლეგენდების და მითების აღქმის უნარი.
შინაარსის წერილობით გადმოცემა.
ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
ჯგუფური  აქტივობა.
მონაწილეთა ასაკი:10––11წელი.
ვადები და ხანგძლივობა: 10––15დღე.
სამუშაო ენა: ქართული.
პროექტის ფასილიტატორი: თამარ ქობელაშვილი
ფასილიტატორის ელ––ფოსტა:tamarkobelasvili@gmail.com