суббота, 5 июля 2014 г.

მათემატიკის  გაკვეთილის  გეგმა (ვიდეო გაკვეთილის შემდეგ ჩასატარებელი)    23. 05. 2014წ.

გაკვეთილის თემა

შ ე ვ კ რ ი ბ ო თ    ქ ვ ე შ მ ი წ ე რ ი თ
ხანგძლივობა

1  გაკვეთილი  (45  წუთი)
გაკვეთილის  მიზნები
-ბავშვები გაეცნონ შეკრების წერით გამოთვლებს
-ბავშვებმა ისწავლონშეკრების შესრულება ქვეშმიწერით
  ათეულზე გავლით
-გაიმეორონ შესწავლილი საკითხები, სისტემაში მოიყვანონ
შეძენილი ცოდნა

გაკვეთილის შედეგები


2. 1.  მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობა
2. 2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვთა სახელებს შორის დამოკიდებულებები
და შეკრება - გამოკლების მოქმედებები.
2. 5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
მოსწავლის წინარე ცოდნა





-სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგანთა რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს.
- იცის ათეული, ერთეული
- ახდენს შეკრება გამოკლების დემონსტრირებას სხვადასხვა ხერხით
- შეუძლია ორნიშნა რიცხვებისშეკრება ზეპირად
- ზეპირად შეკრებისას იყენებს ხერხებს

რესურსები
ვიდეოგაკვეთილი ,,შევკრიბოთ ქვეშმიწერით“
Word-ში შესასრულებელი სავარჯიშოები #2 და # 3
დავალების ბარათები სავარჯიშო #1 შესასრულებლად
გაკვეთილის მართვაში შექმნილი qvize 2kl  ტექსტი
ატკვადრატიანი სვეტები და ერტეული კვადრატები


გაკვეთილის







მსვლელობა


ბავშვებმა სახლში წინადღეს ნახეს ვიდეოგაკვეთილი, მასწავლებლის მიერ წინასწარ ატვირთული. გაკვეთილის თემაა,,შევკრიბოთ ქვეშმიწერით“

  აქტივობა 1.   10წთ.

გაკვეთილი იწყება  10-წუთიანი ტესტირებით  ფაილ qviz-ის გამოყენებით. ტესტის დავალებაა მაგალითების შეკრება ქვეშმიწერით. ტესტირების დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოკლე ვადებში განსაჟღვრავს ახალი მასალის ათვისების დონეს .ინდივიდუალურად  იგებს და ნახულობს  თითეული მოსწავლის შედეგს და ზეპირი კომენტარებით  აძლევს საჭირო მითითებებს.ბუკები სიჩუმის რეჟიმშია ჩართული.

აქტივობა 2.  15წთ.

მოსწავლეები სხდებიან  სამ  ჯგუფებად. ჯგუფებში მოსწავლეები განაწლებულია თანაბარი სიძლიერით, რათა ძლიერმა მოსწავლემ  დანარჩენ  ჯგუფის  წევრებთან ერთად დაძლიოს დავალების სირთულეები.
ჯგუფებს ურიგდებათ დავალების #2 ბარათები.
ბარათებზე მოცემულია  ოთხი მაგალითი (მარტივიდან რთულისკენ). მაგალითები სრულდება ქვეშმიწერით.
მასწავლებელი  თვალყურს ადევნებს მუშაობის პროცეს, აკვირდება თითოეული მოსწავლის ჩართულობას, საჭიროების შემთხვევაში აძლევს სათანადო მითითებებს.
მუშაობის დასრულების შემდეგ  ხდება სავარჯიშოს პრეზენტაცია, პრეზენტატორი  ასახელებს პასუხებს და აფასებს ჯგუფის წევრების აქტიურობას.არასწორი პასუხის შემთხვევაში ხდება  ხდება სწორი პასუხის დემონსტრირება - ახსნა.

აქტივობა 3. 15 წთ.

მოსწავლეებს მართვის პროგრამის გამოყენებით გადაეგზავნებათ  დავალება #3 ინდივიდუალურად შესასრულებლად. დავალებაში შედის ოთხი მაგალითი და ერთი ამოცანა. მოსწავლე რომელიც ადრე შეასრულებს სამუშაოს  შეუძლია (მასწავლებლის მითითებით) დაემაროს -აუხსნას მეგობარს.

აქტივობა 4.  5 წთ.

დაფაზე წერია თითეული მაგალითი ქვეშმიწერით  პასუხებით, მოსწავლეები ადარებენ პასუხების სისწორეს, საჭიროების შემთხვევაში ასწორებენ.

ხდება გაკვეთილის შეფასება რაისწავლეს, რომელი დავალება იყო მათთვის უფრო საინტერესო და რა იყო რთული.